fbpx
სპორტი

დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის სიყვარულის ისტორია საქართველოში დაიწყო

ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ავტობიოგრაფიულ წიგნში („ჩემი მხრიდან“) საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინა დღეს საინტერესოდ იხსენებს.

აი, რას წერს დევიდი წიგნის მეხუთე თავში:

„ჩემმა მეუღლემ საფეხბურთო სტიკერების ამბომში აღმომაჩინა, მე ის ტელევიზორში ვნახე…

1996 წლის ნოემბერია. თბილისში, სასტუმროს ნომერში ვზივარ. მეორე დღეს საქართველოს ნაკრებთან უნდა ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. გარი ნევილი მეორე საწოლზე წევს. თუ თამაშებს არ ჩავთვლით, მოგზაურობა და გასვლები ძალიან არ მიყვარს. რეალურად ვერაფერს ათვალიერებ და მოსაწყენი ერთფეროვნებით ცხოვრობ – ჭამ, გძინავს და ვარჯიშობ. მთელ დროს ატარებ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

სასტუმრო, სადაც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო საქართველოში. შიდა აინვები ერთგვარ წრეს ქმნიდა და ფოიეს, ბარებსა და რესტორნებს გადაჰყურებდა.

ოთახიდან გამოსული მოპირდაპირე ოთახის კარს ხედავდი. ყველაფერი ლითონისა და მინისგან იყო დამზადებული. ჩემი ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული მაგისტრალი ჩანდა, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნებოდა. ეს ნამდვილად არ იყო პეიზაჟი, რომელიც საღამოს გარეთ გასვლას მოგანდომებდა.

მოკლედ, ვსხედვართ მე და გარი ნევილი ოთახში და ვლაპარაკობთ. კუთხეში მუსიკალურ არხზე ჩართული ტელევიზორია მიდგმული. Spice Girls-ის ახალი კლიპი იწყება, Say You’ll be there. ისინი უდაბნოში ცეკვავენ, პოშს (ვიქტორია ადამსი) შავი კატის კოსტუმი აცვია, ვუყურებ და ვხვდები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალისთვის თვალი აქამდე არასოდეს მომიკრავს.

მაგრამ იმ საღამოს, სასტუმროს ჩახუთულ ოთახში პირველად გამინათდა გონება. ვიქტორია ფანტასტიკური იყო და მივხვდი, რომ როგორმე მისკენ მიმავალი გზა უნდა მომეძებნა. აშკარად ლოურენს არაბის სამოსი მჭირდებოდა. როგორმე აქლემიც უნდა მეშოვა.

– ისეთი ლამაზია… მიყვარს. გარი, ამ გოგოს უნდა შევხვდე.

ალბათ ნევილმა იფიქრა, რომ გავგიჟდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, ასეთი რამ გარის არასოდეს ენახა – შემყვარებოდა პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი. ახლა კი სწორედ ეს მოხდა – ჩემი გული ვიქტორიამ დაიპყრო“.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close