საზოგადოებაქართველები უცხოეთში

პიანისტ ლექსო თორაძეს საქართველოში დაკრძალავენ

პიანისტ ლექსო თორაძეს საქართველოში დაკრძალავენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

ლექსო თორაძის სამშობლოში გადმოსვენების დეტალები ზუსტდება. ვარაუდობენ, რომ პიანისტს საქართველოში ორშაბათისთვის გადმოასვენებენ.

პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close