მსოფლიოკულტურა

საქართველო ევროვიზიის ფინალს მიღმა დარჩა – ნახეთ, ვის უწინასწარმეტყველებენ ბუკმეკერები გამარჯვებას

იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ევროვიზია 2022-ის მეორე ნახევარფინალი და რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ის ქვეყნები, რომლებიც ფინალში გადავიდნენ.

სამწუხაროდ, 14 მაისს ფინალი საქართველოს წარმომადგენლის გარეშე ჩაივლის, რადგან ჯგუფი Circus Mircus-ი ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა.

მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულები არიან: ბელგია, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ავსტრალია, შვედეთი, რუმინეთი და სერბეთი.

პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადასულია, ასევე, 10 ქვეყანა: შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები.

მათ გარდა ფინალში კიდევ  ე. წ. დიდი ხუთეულის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და იტალია. 2021 წელს ე. წ. დიდი ხუთეულის წარმომადგენელს (იტალია) რომ არ გაემარჯვა კონკურსზე, მაშინ ფინალის მონაწილე 26 ქვეყანა იქნებოდა, რადგან გამარჯვებული ქვეყანა მეორე წელს პირდაპირ გადადის ფინალში, ნახევარფინალური კონკურსის გავლის გარეშე.

ფინალურ კონცერტზე კონკურსგარეშე გამოვლენ შარშანდელი ევროვიზიის გამარჯვებული, ჯგუფი „მანესკინი“ და 1964 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ჯილიოლა ჩინკვეტი. მომღერალი ქალი ამჟამად 74 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წარმომადგენელი ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე არ დაუშვეს.

ბუკმეკერები წელს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ უკრაინულ ჯგუფს Kalush Orchestra (41%), რომელიც კონკურსზე ასრულებს სიმღერას „სტეფანია“.

ბუკმეიკერების ფავორიტებს შორის მეორე ადგილზეა იტალია (16%; მომღერლები – მამუდი და ბლანკო, სიმღერით „Brividi“); მესამე ადგილზეა შვედეთი (11%), რომლის სახელითაც გამოდის კორნელია იაკობსი, სიმღერით „Hold Me Closer“.

სხვათა შორის, გასულ წელს ბუკმეკერებმა „მანესკინის“ გამარჯვება იწინასწარმეტყველეს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close