სპორტი

კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ (ვიდეო)

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურული ციგურაობის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე წყვილთა შეჯიბრებაში შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა – კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ქართველი წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ შეჯიბრის ლიდერი იყო 67.77 ქულით და 6 ქულით უსწრებდა მეორე ადგილზე მყოფ კანადელ მოციგურავეებს.

საფინამ და ბერულავამ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს, 120.35 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და საბოილოო ჯამში 188.12 ქულით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close