fbpx
ისტორიასაზოგადოებასაქართველო

„ჩემსავით დღემდე ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?“ – სინამდვილეში კი დროშა არ არის…

ჟურნალისტი ნანა აკობიძე თავის ფეისბუქგვერდზე იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილს გადაღებულ ცნობილ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ახალგაზრდა ქალია გამოსახული „დროშით“ ხელში – ფოტოს დანახვისას სწორედ ასე აღიქმება, სინამდვილეში კი მარი ნანა მახარაძეს ხის მოზრდილ ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი უჭირავს გლოვის ნიშნად, საბჭოთა კავშირის (იგივე – რუსეთის) სპედანიშნულების რაზმის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე დახოცილი მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნის პატივსაცემად.

„ჩემსავით, დღემდე, ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?

სინამდვილეში, ხის ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი უჭირავს გოგონას ცნობილი ფოტოდან მარი ნანა მახარაძე-ს❤. იური მეჩითოვს ისეთი რაკურსი აქვს დაჭერილი, რომ შენობის ფონი შემოდის დროშის მეორე ფერად.

ფოტო 9 აპრილის სიმბოლოა და ეს დეტალიც კი სევდიანად სიმბოლურია: 33 წელი გავიდა, დროშაც გვაქვს, ჰიმნიც და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის საჭირო სხვა ყველა ატრიბუტიც, მაგრამ ასეთი ერთიანობა, როგორც მაშინ გვქონდა შავი ფერის, შავი ნაჭრის ქვეშ, აღარ გვქონია მას შემდეგ“, – წერს ნანა აკობიძე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close