მსოფლიოპოლიტიკა

14 ათას დოლარიან ახალ ქურთუკში გამოწყობილ პუტინს „ლუჟნიკებზე“ ხმა გაზმანოვმა „ჩააწყვეტინა“

18 მარტს მოსკოვში, „ლუჟნიკებზე“ „ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების დღისადმი“ მიძღვნილ მაშტაბურ კონცერტზე ბუნკერიდან ამოსული პუტინი სიტყვით გამოვიდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო ომის დაწყების შემდეგ. ბოლო დრომდე უცნობი იყო, მივიდოდა თუ არა პუტინი ღონისძიებაზე. ის სტადიონზე მაინც გამოჩნდა და 15-წუთიანი სიტყვა თქვა, რომელიც შუა გამოსვლისას მოულოდნელად შეწყდა და კონცერტის ტრანსლაცია გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.

კრემლის ინფორმაციით, ეს ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.

უკრაინული გამოცემები კი წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს სიტყვა ჰაკერებმა „შეაწყვეტინეს“.

უკრაინული სააგენტო unian-ის ცნობით, კონცერტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვაც დაჰაკეს და მისი გამოსვლისასაც დაიკარგა ხმა.

ტრანსლაციისას უცნაური მოვლენები სხვა ეპიზოდებშიც იგრძნობოდა, რაც კრემლში „ტექნიკური პრობლემებით“ ახსნეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კი კონცერტზე „უცნაური“ მხარდამჭერები აღმოაჩინეს, რომლებიც ღონისძიებას წინა წელსაც ესწრებოდნენ ზუსტად ისევე ჩაცმულები და ისეთივე ვარცხნილობით, როგორც წელს. მალევე გაირკვა, რომ 2022 წლის 18 მარტის კონცერტის გაშუქებისას 2021 წლის კონცერტის კადრები გამოიყენეს.

ამის დასტურად სოციალურ ქსელში ორი ვიდეოს სქრინშოთი გავრცელდა, რომელთაგანერთი 2022 წლის 18 მარტისაა, ხოლო მეორე „Москва 24-ზე“ 2021 წელსაა გამოქვეყნებული.

ომის დაწყებიდან მესამე კვირის მიწურულს პირველ საჯარო გამოსვლაზე პუტინი ახალი ქურთუკით გამოცხადდა. როგორც გაირკვა კონცერტზე გამოსვლისას პუტინს მისი საყვარელი ბრენდის, Loro Piana-ს ქურთუკი ეცვა 2021-2022 წლების კოლექციიდან, რომლის ღირებულებაც, ონლაინმაღაზიის მონაცემებით, მილიონ-ნახევარ რუსულ რუბლს (დაახლოებით $14.2 ათასი) უდრის.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close