ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21-27 მარტი

21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ახლა კარგი დროა, გააკეთოთ ბევრი სასარგებლო საქმე და მიუახლოვდეთ თქვენს სანუკვარ ოცნებას. წუთიც არ დაკარგოთ და მთების გადაადგილებას შეძლებთ! მხოლოდ ძალიანაც ნუ აგივარდებათ თავში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თქვენს წარმატებას ხაზს გადაუსვამთ. გამდიდრების შანსი გექნებათ. მობილურობა, ჯანსაღი ოპტიმიზმი და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე.

 

ვერძი

ეს კვირა კარგია ინტელექტუალური მუშაობისა და მოგზაურობისთვის. ორშაბათს და ოთხშაბათს ნუ აჩქარდებით, ყველაფერი ნელა გააკეთეთ, თუ გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და ნერვიულობა. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. შაბათ-კვირას ვარსკვლავები ვერძებს სასიამოვნო საოჯახო საქმეების გაკეთებას ურჩევენ: სტუმრების მოსვლამდე  შეგიძლიათ დაასუფთაოთ და გაალამაზოთ ბინა – ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა  შეიძინოთ, რაზეც უკვე დიდი ხანია ფიქრობთ. ვერძ დიასახლისებს შეუძლიათ ექსპერიმენტები  ჩაატარონ კულინარიის სფეროში და მოამზადონ ახალი კერძი, რომლის ინგრედიენტებს კრეატიულ შეხამებას შესაძლოა „გამაოგნებელი“, ამაღელვებელი ეფექტიც კი ჰქონდეს.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კურო

ამ კვირაში ინიციატივის დროული გამოვლენა სამსახურში სასურველ შედეგებს და შემდგომ კარიერულ ზრდას მოგიტანთ, მაგრამ შეეცადეთ, ზედმეტი არ მოითხოვოთ არც საკუთარი თავისგან და არც სხვებისგან. თქვენთვის ეს არის ახლო და შორეულ ნათესავებთან შეხვედრების კვირა, ვიღაცის შორიდან ჩამოსვლა, სასწრაფო შეტყობინებების მიღება, საქალაქთაშორისო ზარები. ახლა თქვენი ოჯახი ვირუსული დაავადებებისგან უნდა დაიცვათ ვაქცინაციით. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს, მათ განათლებას, ინტერესებს, არ დაგეზაროთ მათთან ერთად მუზეუმებში წასვლა.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ტყუპი

ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ურთიერთობები – არა მარტო ძველი, არამედ ახალიც. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ნიშნისთვის გაცნობის შესანიშნავი დრო მოდის, რაც კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. ამავე დროს, ვარსკვლავები დიდ სიხარულს, სიყვარულსა და წარმატებებს გიგზავნიან. სამსახურში თქვენი გამოცდილება და მონდომება დაფასდება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. დამოუკიდებლად მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ტრადიციულის გარდა შესაძლოა არსებობდეს შემოსავლის სხვა წყაროც. პირად ცხოვრებაში დროა ღიად გამოხატოთ თქვენი აზრები და სურვილები.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლებელია აგრესიული იყოთ გარშემომყოფების მიმართ. არსებობს გარკვეული გაუგებრობები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, იყავით მომთმენი და გააზრებულად იმოქმედეთ სამსახურშიც და სახლშიც. დაიმახსოვრეთ, რომ რომელიმე ახლობლის ან კოლეგის უნებლიე შეურაცხყოფით საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს შეუქმნით. გამორიცხული არ არის, მოგიწიოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება ფინანსებთან ან თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვან გარიგებასთან დაკავშირებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში ბრმად არ ენდოთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს, თავად გააანალიზეთ სიტუაცია და გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ლომი

ამ კვირაში იღბალი გაგიღიმებთ როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ  მიჰყვეთ თქვენს თვალსაზრისს, მაგრამ უარს ნუ იტყვით კომპრომისზე. ოთხშაბათს ლომის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს და განწყობაც ამაღლებული ექნება. მოლაპარაკებები და კონტაქტები მნიშვნელოვნად გამარტივდება, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ეს პერიოდი საუკეთესოა სახლში მყუდრო, კომფორტული ატმოსფეროს შესაქმნელად. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას დიდი ხნის უნახავ მეგობრებს მოინახულებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ქალწული

ამ კვირაში სასურველია თავიდან აიცილოთ ზედმეტი აქტივობა, ყველაფერში ჩარევისა და რჩევების მიცემის სურვილი. ოთხშაბათს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდენით და ისარგებლეთ ახალი ინფორმაციით. ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. ამასთან, შეიძლება წარმატებული იყოს დამატებითი შემოსავლის პოვნაშიც. თქვენი ოპტიმისტური, პოზიტიური დამოკიდებულება დაფასდება ოჯახში და სამსახურში. შაბათ-კვირას შეეცადეთ დაისვენოთ და პრობლემები დაივიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 21.

 

სასწორი

ამ პერიოდში გიყალიბდებათ ახალი შეხედულებები სოციალური ქცევისა და საზოგადოებრივი ზნეობის ნორმებზე. სამწუხაროდ, ეს კვირა საჯარო სკანდალის გარეშე არ ჩაივლის, ბევრი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ სხვებთან ურთიერთგაგების ახალ დონეს არ ჩაივლის, სრულად შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი თანდაყოლილი ხიბლი და ელეგანტურობა, ახალი ღირებული იდეების წარმოჩენის უნარი; დაიწყებთ ჰარმონიულ და მშვიდობიან ცხოვრებას, აღადგენთ ოჯახურ ურთიერთობებს. მარტოხელა სასწორებს შაბათს რომანტიკული შეხვედრა ელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

დროის ამ პერიოდში შეგიძლიათ ოსტატურად გამოიყენოთ თქვენი ძლიერი მხარეები და ფსიქოლოგიური პრინციპები. ექსტრემალურ სიტუაციებში თავს იჩენს თქვენი უნიკალური შესაძლებლობები და სიტუაციას მოაგვარებთ. შეიძლება გქონდეთ წინასწარმეტყველური ხედვები, არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას 50-51 წლის ასაკშიც კი; დაიწყებთ ხატვას, გააკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გიკეთებიათ, თანაც არა მოსწავლის, არამედ პროფესიულ დონეზე. თქვენთვის ეს სასწაულების დროა, ამ პერიოდის შემდეგ საკუთარ თავს შორიდან შეხედავთ და გაგიკვირდებათ – მეორე სუნთქვა გაგეხსნათ!

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს უყვართ გაზაფხულის ეს თვე, როდესაც ბუნება ნელ-ნელა იწყებს გაღვიძებას და ცხოვრება იმედითა და მიზნებით ივსება. მშვილდოსნები ახლა არ ცხოვრობენ დღევანდელი დღისთვის, შეიძლება არც კი მიაქციონ ყურადღება, რა აცვიათ, რას ჭამენ, ვისთან ერთად ცხოვრობენ (!!!). ახლა უფრო მომავალზე ფიქრობენ, ისწრაფვიან სანუკვარი მიზნისკენ და მათი ოცნებები ცოტათი უფრო რეალური ხდება. ამ კვირაში შესაძლებელი იქნება ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. უბრალოდ, სასიამოვნო წვრილმანებით დაკავდებით, შეგიძლიათ ცოტა დალიოთ კიდეც!

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

ამ კვირაში შეიძლება დაგჭირდეთ გადამწყვეტი, აქტიური მოქმედება, განსაკუთრებით ბიზნეს-სფეროში. ახალი ცოდნის მიღების სურვილი დიდად შეუწყობს ხელს თქვენს პროფესიულ ზრდას. ნუ იქნებით ჯიუტი, უფრო ხშირად წადით კომპრომისზე და კარიერული წინსვლა გარანტირებული გექნებათ! წარმატებები განსაკუთრებით ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს ელოდებათ – „კაცები მართავენ სამყაროს, ქალები მართავენ მამაკაცებს, ასე რომ, ქალები მართავენ მთელ მსოფლიოს!“ ამ კვირაში არ მოგწყინდებათ, დროს მხიარულად გაატარებთ. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

ამ კვირაში სწორედ იმ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. დიდხანს ნუ იფიქრებთ – ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. მეტიც, პოზიტიური ხედვა ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ეცადეთ პარასკევს სამსახურში არ დაიგვიანოთ.  ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ სუფთა ჰაერზე ივარჯიშებთ, წყლის პროცედურებს მიმართავთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თევზები

ამ კვირაში ფრთხილად იყავით პირად საქმეებსა და სიყვარულში. თქვენი გეგმის განხორციელებას ცოტა მოთმინება სჭირდება, მაგრამ არ ინერვიულოთ – ეს დრო სწრაფად გაივლის და სურვილს აისრულებთ. შეიძლება მეგობრებისა და კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ, ნუ მოგერიდებათ, სთხოვეთ დახმარება და თქვენს ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებისთვის მოემზადეთ!

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა  გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close