პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი მზად არის, მარიუპოლის სამშობიარო აღადგინოს

საბერძნეთი მზად არის, მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი Twitter-ზე წერს.

„საბერძნეთი მზად არის, აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრში, ჩვენთვის ძვირფას ქალაქში, რომელიც ომის ბარბაროსობის სიმბოლოა“, – წერს მიცოტაკისი.

9 მარტს რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაჭრილი ერთ-ერთი ორსული ახალგაზრდა ქალი, სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც მუცლად მყოფი ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

მარიუპოლში საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოა. საბერძნეთის გენერალური კონსული მანოლის ანდრულაკისი ქალაქის ინტენსიური დაბომბვის გამო რამდენიმე დღე პრიმორსკის ქუჩაზე მდებარე N25 სახლის სარდაფს აფარებდა თავს. ამ სახლში იყო ეუთოს მისიის რეზიდენცია. კონსულმა მარიუპოლის დატოვება16 მარტს შეძლო, იგი ზაპოროჟიეში ჩავიდა და შემდეგ მოლდოვაში გადავიდა. კონსულს დღეს ელოდებიან ათენში ბუქარესტიდან რუმინული ავიაკომპანია TAROM-ის რეისით.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, მარიუპოლის დაბომბილი დრამატული თეატრის აღდგენისთვის მზადყოფნა იტალიამ გამოთქვა. იტალიის კულტურის მინისტრის, დარიო ფრანჩესკინის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა მისი წინადადება, უკრაინას მისცეს  თეატრები მთელი მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და იტალიამ გადაწყვიტა, მარიუპოლის თეატრის აღდგენა საკუთარ თავზე აიღოს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close