მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

6 მარტს კრემლში სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი და ქეთა თოფურია იმღერებენ

8 მარტამდე ორი დღით ადრე, კრემლის სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

კრემლთან არსებული საკონცერტო დარბაზში, როგორც წესი, რუსეთის მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მუსიკოსების წარმოდგენები იმართება. სარვამარტო კონცერტზე ვლადიმირ პუტინის რეჟისმის აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის, ნიკოლაი ბასკოვი, ლევ ლეშენკო და იგორ კრუტოი წარდგებიან.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლებიც – თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი, ასევე, ჯგუფ А-СТУДИО-ს წევრი ქეთა თოფურია.

6 მარტს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იგეგმება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close