fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

კახური ჩურჩხელა უკრაინის დამცველების რაციონს შეავსებს

სოციალური აქციის „შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის“ ფარგლებში კახეთში 5000-მდე ჩურჩხელა შეგროვდა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით უკრაინაში გაიგზავნა. 

ჩურჩხელა ისტორიულად ქართველი მეომრების საგზალი იყო, რადგან, მოგეხსენებათ, ის დიდი ხნით ინახება სპეციალური პირობების გარეშე. დღეიდან უკვე კახელების ნობათი უკრაინის დამცველების ბრძოლისუნარიანობასაც გაზრდის.

ჩურჩხელების გაგზავნა უკრაინაში ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გამოეხმაურა:

„რანაირი ხალხი ხართ, კახელებო?
შეუშლელები, ჩაუჭერლები, სამშობლოს მოდარაჯენი ისტორიულად და ამავე სამშობლოზე შეყვარებული ისტერიულად!
თითქმის კახეთის ყველა ქალაქსა და სოფელში ორი დღეა ათასობით ჩურჩხელა გროვდება. აწყობენ ყუთებში, იტვირთება უზარმაზარი მანქანები და იგზავნება უკრაინაში მეომრებისთვისაც და ხალხისთვისაც. იცოცხლე, კახურ ჩურჩხელაზე კარგს რას გააგზავნის ქვეყანა?
რანაირი ხალხი ხართ, კახელებო? ასე ჯიშად მადლიანები როგორ ხართ ყველა?“ – წერს ჟურნალისტი.

ცნობისათვის, ქართული ჩურჩხელა მაღალკალორიულობით ხასიათდება, შეიცავს ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ორგანიზმისთვის საჭირო სხვა სასარგებლო ნივთიერებებს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას; შეიცავს 31,1 -51, 7 %-მდე ორგანიზმისთვის იოლად მოსანელებელ ნივთიერებებს – გლუკოზას და ფრუქტოზას; მასში მოიპოვება 1,04-2, 04%-მდე ღვინის, ვაშლისა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა მჟავები, აზოტოვანი და მთრიმლავი ნივთიერებები. უკრაინელებს შორის ჩურჩხელა საკმაოდ პოპულარულია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close