პოლიტიკა

უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ, ცეცხლის დროებით შეწყვეტის უზრუნველყოფით – მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ, ცეცხლის დროებით შეწყვეტის უზრუნველყოფით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა დღეს ბელარუსში გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდб ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, განვიხილეთ დეტალურად ჰუმანიტარული ასპექტი. ბევრი ქალაქი ახლა ალყაშია. იქ დრამატული ვითარებაა. საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მხრივ. მე წავიკითხავ ოფიციალურ კომუნიკეს. მხარეებმა მიაღწიეს  ურთიერთგაგებას, რომ ერთობლივად შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ასევე განსაკუთრებული სიმწვავის საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებზე მედიკამენტების და საკვები პროდუქტების ჩატანაზე. დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობით შეზღუდული დროით და იმ სექტორებში, სადაც განხორციელდება ევაკუაცია. ამ მიზნით, უახლოეს ხანში მოხდება სპეციალური საკომუნიკაციო არხების ორგანიზება და შესაბამისი ლოჯისტიკური პროცედურების ფორმირება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close