უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო აშშ-მა რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც გაიყინება.
VTB ბანკი რუსეთში სიდიდით მეორე და საქართველოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეა.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ამ ბანკში ერიცხება ხელფასი, ნაწილს კი ანაბრები აქვს გახსნილი. ბანკმა 2020 წელს „წმინდა მოგებად“ 26,7 მილიონი ლარი მიიღო.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა VTB ბანკის საქართველოს წარმომადგენლობას და ჰკითხა, რა გავლენა ექნება დაწესებულ სანქციებს საქართველოში კლიენტებზე. ბანკში მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთეს:
„აღნიშნული სანქციების გამო ჩვენს კლიენტებს რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნებათ“.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, „ვითიბი ბანკი“ – საქართველოს წილების 97 პროცენტზე მეტს ღსს „ბანკი ვეტებე“ ფლობს.
ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიზიკურ პირებს VTB-ში 422,1 მილიონი ლარის მოცულობის ანაბარი ჰქონდათ.
კომენტარები