fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„შეაჩერეთ სისხლისღვრა უკრაინაში!“ – მარიო დრაგი პუტინს მიმართავს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „უნდა დაასრულოს  სისხლისღვრა და უპირობოდ გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ“.

დრაგიმ დასძინა, რომ ევროკავშირი ამზადებს „მკაცრი სანქციების პაკეტს“, ხოლო მოსკოვთან დიალოგი მოცემულ მომენტში „შეუძლებელია“.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, პარასკევს იგი პარლამენტის წინაშე წარდგება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.

„[იტალიის] ხელისუფლება შეუწყვეტლივ მუშაობს კრიზისის დარეგულირებაზე ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია, რათა გარანტირებული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ევროკავშირის უსაფრთხოება და საერთაშორისო წესრიგი ყველა ჩვენგანის მიერ  შეთანხმებული პირობების საფუძველზე“.

„უკრაინა – ევროპული ქვეყანაა, მეგობარი ერია და დემოკრატია, რომლის კანონიერი სუვერენიტეტი დაზარალდა“, – დასძინა მან.

დრაგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალიის საელჩო კიევში რჩება „ღია და სრულად მოქმედი, უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტში სხვა საელჩოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დავიცვათ დაახლოებით 2000 იტალიელი მცხოვრები (უკრაინაში)“.

„საელჩო არის მაქსიმალური მზაობის მდგომარეობაში, მზად არის მიიღოს ნებისმიერი აუცილებელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ყველა ძირითადმა პარტიამ ერთხმად დაგმო პუტინის მოქმედება და უკრაინაში შეჭრა, მათ შორის, იმ პარტიებმაც, რომლებიც ადრე მოსკოვის მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close