მსოფლიოპოლიტიკა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინელი ხალხის მისაღებად მზად არიან – BBC

როგორ რეაგირებენ რუსეთის ქმედებებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – ამ სათაურის ქვეშ BBC ჩეხეთის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, მოლოვის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებებს აერთიანებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრე ფიალამ რუსეთის ქმედებები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის გაუმართლებელ აქტად შეაფასა. მთავრობა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.

„ომი იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. პირდაპირი გაგებით. ომი იმაზე ახლოსაა,ვიდრე შეგვიძლია რომ ვაღიაროთ. უკრაინის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ომი – ეს ყველაზე ცუდი სცენარია, თუმცა რუსეთის ქმედებების პირდაპირი განსჯისგან თავს იკავებს. უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი დღეს ბროუსელში დაგეგმილ ევროსაბჭოს ლიდერების კრიზისულ სამიტზე ჩავა.

პოლონეთში უკრაინიდან გასვლის მსურველი მოქალაქეებისთვის სპეციალურ პუნქტებს ქმნიან, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით, სამედიცინო მომსახურებით და საჭირო ინფორმაციით. მანამდე პოლონეთმა NATO-ს მეოთხე მუხლის გააქტიურების თხოვნით მიმართა, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ექსტრემალური კონსულტაციების დაწყებას გულისხმობს.

ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ლატვიასაც, რომელმაც რუსეთის ქმედებები სუვერენული სახელმწიფოს, ერისა და დემოკრატიის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიად შეაფასა.

ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აამოქმედა.

მოლდოვა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადის და ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ისინი უკრაინიდან ათი ათასობით ადამიანის მისაღებად მზად არიან. მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინა-მოლდოვის საზღვართან ათობით ავტომობილია თავმოყრილი.

რაც შეეხება რუმინეთს, ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ქვეყანამ უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიღება უკვე დაიწყო. ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რუმინული გამოცემები წერენ, რომ ბოლო დღეებში რუმინეთში უკრაინიდან 300 ადამიანი ჩავიდა. პრეზიდენტმა კლაუსს იაჰანესმა რუსეთის ქმედებები „საერთაშორისო კანონმდებლობის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეშ დარღვევად“ შეაფასა. მსგავსი შეფასება ჰქონდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close