პოლიტიკასაზოგადოება

ნეტავ, მოვკვდე და ეგ არ გამეგო… რისიც მეშინოდა, ის გამოაცხადა – რას წერენ სააკაშვილის მეორედ გამოცხადებულ შიმშილობაზე

21 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს.

„მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში აფასებენ:

თაკო ჩარკვიანი, „კანონი და სამართლის“ ლიდერი:
„ხელისუფლებავ თუ ვერ ხვდებით, რომ ციხეში რომ რაიმე დაემართოს მესამე პრეზიდენტს, ეს თქვენ დასამარდებით, თქვენს სუსტ გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს!!!!!
სახლებიდან გამოგათრევთ ხალხი!!!!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

მაია ორჯონიკიძე (მან„ ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიასთან დაპირისპირების გამო დატოვა):
„რისიც მეშინოდა, ის გამოაცხადა ამ წუთს სააკაშვილმა, უვადო შიმშილობა. მიშას რომ რამე მოუვიდეს, ისტორიაში იუდას სახელით შეხვალ, ნიკანორ მელია“, – დაწერა მაია ორჯონიკიძემ.

მისი სტატუსის კომენტარებში ბევრი სთხოვს ყოფილ პრეზიდენტს, შეცვალოს გადაწყვეტილება:

„ვაიმე, ეს არ გამეგო, არა მიშა რა, ერთადერთი იმედი ხარ, გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, გთხოვ პრეზიდენტო, ამას ნუ იზამ“!!

„სამაგიეროდ, ჩამომყვანი გუბაზი და თაკო ხომ არიან მადაზე“?

„ნეტავ მოვკვდე და ეგ არ გამეგო“, – ვკითხულობთ სტატუსის კომენტარებში.

თავად ნიკა მელია კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის მეორედ შიმშილობა სიკვდილის ტოლფასი იქნება.

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ამ ფაქტს ასე აფასებს:

„სააკაშვილი მორიგ დრამას იწყებს იმ დროს, როცა უკრაინა ომშია და მთელი მსოფლიოს ყურადღება, სამართლიანად, არის უკრაინაზე მიპყრობილი.

ამასობაში, ისევ იწყებენ საღი აზრისგან სრულიად დაცლილი დილემის კულტივირებას:

„ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ციხეშია, ხოლო გარეთ მყოფებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ“.

ვიფიქრებდი, რომ ამის დამწერი ან ბრიყვია, ან ქართველებს გვთვლის ბრიყვებად, ან ორივე ერთად.

მაგრამ მგონი უბრალოდ უსინდისოა.

საააკაშვილი არის ყველა ტელევიზიის დღის წესრიგის მთავარი თემა 9 წელია – მნიშვნელოვანწილად, ხელოვნურად.

ეს აწყობს სააკაშვილს, რომელიც გამწარებული იბრძვის, რომ მისი ერთპიროვნული დომინაციის გარეშე არანაირი ცვლილება არ დაუშვას.

ეს აწყობს ივანიშვილს, რომელიც ორუელიანურად, სააკაშვილს მიიჩნევს მისი გამარჯვების ბილეთად და როგორც უკვე 9 წელია ირკვევა, მისთვის ძალიან სწორად.

ამ 5 თვის განმავლობაში ვულგარულობამდე ხელოვნურად უჭირავს ყველა ოპო არხის საინფორმაციო დღის წესრიგი – იგონებენ რაღაც ნიუსებს, რომ თემად დაიჭირონ.

ხალხი ვერ გაყავს!

და თურმე სააკაშვილს კი არ აქვს დიდი პრობლემა, ეს ყველაგერი გარეთ მყოფი
ოპოზიციის პრობლემა ყოფილა.

მე არ მჯერა, რომ ვინც ამ სისულელეს კულტივირებს, ვერ ხვდება რომ ეს სისულელეა და სააკაშვილსაც ზუსტად ისე აქვს ხალხის გალვანიზაციის პრობლემა, თუ მეტად არა, როგორც დანარჩენ ოპოზიციას – სხვას არავის აქვს ისეთი საინფორმაციო მხარდაჭერა (მეტწილად ხელოვნურად), როგორიც სააკაშვილს.

უბრალოდ, ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ პატრონებს ასიამოვნონ და მითები აცოცხლონ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close