fbpx
შეუცნობელი

არ გამოგრჩეთ 22.02.2022-ის 22:22 საათი – პორტალი იხსნება!!! სურვილები აგისრულდებათ!!!

ექვსი „ორიანის“ დღე უნიკალურია. დღევანდელი თარიღი პალინდრომია – ციფრების კომბინაცია 22.02.2022 ერთნაირად იკითხება ორივე მხრიდან. ნუმეროლოგები ამ დღეს ჯადოსნურს უწოდებენ და მას კარმულ მოვლენებს უკავშირებენ, რომლებსაც ადამიანის ბედის კარდინალურად შეცვლა შეუძლია.

ამ დღეს ბედის კარი იხსნება და ყველა ადამიანს აქვს შანსი, მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს კარიერა, ოჯახი, სიყვარული თუ ფინანსები. და ამ ყველაფერს ხელს უწყობს 0 და 2 რიცხვების სინქრონული მონაცვლეობა.

22 თებერვალს პორტალი იხსნება სამყაროებს შორის. შეიძლება გქონდეთ რაიმე წინათგრძნობა, დაგესიზმროთ უჩვეულო სიზმარი, შეხვდეთ საოცარ ადამიანს… ეს პერიოდი არ უნდა დაიკარგოს!

დაუშვებელია ვინმესთან ჩხუბი და ურთიერთობის გამორკვევა, ვინაიდან ნეგატიური ფიქრების უარყოფითმა ენერგიამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს. სწორედ ასეთ დღეს დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს უკან თქვენი სიტყვები და ემოციები, ამიტომ შური, ბრაზი, ბოროტება და სხვა დამანგრეველი გრძნობები მოიშორეთ.

22 თებერვლის 22 საათსა და 22 წუთზე არის საუკეთესო პერიოდი, რომ რაღაც ჩაიფიქროთ, რაღაცაზე იოცნებოთ ან რამე კეთილი გააკეთოთ.

ეზოთერიკოსები გვირჩევენ, ჩავიფიქროთ სურვილი და მასზე ვიფიქროთ ისე, თითქოს უკვე ასრულდა, ამასთან, აზრი აწმყო დროში ჩამოვაყალიბოთ. სასურველია კონკრეტულად განვსაზღვროთ ზუსტი ვადა სურვილის ასრულებისთვის – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close