მედიცინამსოფლიო

ლოქდაუნები უსარგებლო იყო? – ამერიკელმა მეცნიერებმა მათი არაეფექტიანობა აღიარეს

უშედეგო და უსარგებლო – ასე შეაფასეს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლოქდაუნის შემოღება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში პანდემიის პირველი ტალღის დროს, 2020 წლის გაზაფხულზე. ამ დასკვნამდე მეცნიერები მეტაანალიზის დასრულების შემდეგ მივიდნენ. 

Fox news-ის ინფორმაციით, ამერიკელი მეცნიერების კვლევაში ნათქვამია, რომ ლოქდაუნი კორონავირუსული ინფექციის პირველი ტალღის დროს 2020 წლის გაზაფხულზე უსარგებლო იყო და მინიმალური შედეგი ჰქონდა. ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში ჩაკეტვის შედეგად  0,2%-ით შემცირდა კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა, სოციალურ-ეკონომიკური შედეგები კი უზარმაზარი იყო.

„მეტაანალიზის შედეგად გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ლოქდაუნს მინიმალური, ნულთან მიახლოებულიც კი, გავლენა ჰქონდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ იქ, სადაც ჩაკეტვა დააწესეს, შედეგად უზარმაზარი ეკონომიკური და სოციალური ხარჯები გასწიეს“, – მოჰყავს ციტატა გამოცემას მეცნიერთა დასკვნიდან.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ლოქდაუნის დაწესება აბსოლუტურად უსარგებლო ზომაა პანდემიის დროს, რომელზეც უარი უნდა ითქვას.

კვლევის ავტორების აზრით, უფრო შედეგიანია ინფიცირებულთა თვითიზოლაცია – ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, ამ ზომამ კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,9%-ით შეამცირა. თვითიზოლაციის მინუსებზე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ზომა, მაგალითად, უარყოფითად მოქმედებს იზოლირებული პაციენტის ოჯახზე (რასაკვირველია, თუ ის სახლში რჩება – რედ.) ინფექციის კონცენტრაციის ზრდის გამო.

ექსპერტების აზრით, ლოქდაუნის გამო ადამიანებს შეეზღუდათ უსაფრთხო ადგილებში – პარკებსა და პლაჟებზე – გასვლა, ან იქ ნიღბების გამოყენებას ავალდებულებდნენ.

მეცნიერები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ჩაკეტვამ გამოიწვია უმუშევრობის ზრდა, საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის დაქვეითება, ოჯახში ძალადობის და სამედიცინო პრეპარატების ზედოზირების შემთხვევების მატება. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 2020 წლის მაისიდან 2021 წლის აპრილამდე ჭარბი დოზით სიკვდილიანობა 28,5%-ით გაიზარდა (78 056 შემთხვევა) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა 8,1%-ით მოიმატა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close