fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

3 თებერვალს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტი ქრისტოს სარძეტაკისი (Χρήστος Σαρτζετάκης). იგი სახელმწიფოს მეთაურის პოსტს 1985-1990 წლებში იკავებდა.

1956 წლიდან სარძეტაკისი სახალხო მოსამართლე იყო კლეისურაში (კასტორია),1963 წლიდან კი თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობდა და სახელი გაითქვა, როგორც მემარცხენე დეპუტატის, გრიგორის ლამბრაკისის მკვლელობის მიუკერძოებელმა გამომძიებელმა – სარძეტაკისი მაშინდელი პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლებების ზეწოლას არ დაემორჩილა.

1968 წელს, ე. წ. შავი პოლკოვნიკების დიქტატურის (ხუნტა) დროს, იგი სასამართლო სისტემიდან გაუშვეს, ორჯერ დააპატიმრეს და აწამეს EAT-ESA-ში (საბერძნეთის სამხედრო პოლიცია), შემდეგ კი სასამართლოს გარეშე ციხეში ჩასვეს.

ქრისტოს სარძეტაკისი ხუნტის ციხიდან 1971 წელს გაათავისუფლეს დიდი საერთაშორისო რეზონანსის შედეგად.

დიქტატურის დამხობის შემდეგ, 1974 სექტემბერში იგი სამსახურში აღადგინეს სააპელაციო პროკურორის რანგში.

1981 წელს ქრისტოს სარძეტაკისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, 1982 წელს კი არეოპაგიტის წოდება მიენიჭა.

1985 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ΠΑΣΟΚ-მა (PASOK, საერთობერძნული სოციალისტური მოძრაობა) იგი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა და 29 მარტს პრეზიდენტად აირჩიეს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ქრისტოს სარძეტაკისი 1990 წლის 5 მაისამდე იკავებდა და თავის მოვალეობებს კონსტიტუციისადმი განსაკუთრებული ერთგულებით ასრულებდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close