ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

სისხლიანი გარჩევა ქართველებს შორის სტამბოლში – დეტალები

რამდენიმე დღის წინ სტამბოლის გარეუბანში მომხდარი ინციდენტის შედეგად მოკლული 32 წლის გიორგი სიხარულიძის მკვლელი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ოდიშის მკვიდრი ზვიად ბულიაა.

ოჯახმა მისი დაკავების შესახებ ზვიადის მეგობრისგან შეიტყო. ამის შესახენ primetime.ge წერს.

„დეტალები არაფერი არ ვიცით, ზვიადი ცხრა წელია თურქეთშია, გვეხმარებოდა ოჯახს. ჩემი მაზლია ზვიადი, ის 45 წლისაა. ძმა და მამა გარდაცვლილი ჰყავს. მე და ჩემს მეუღლეს და დედამისს იქიდან გვეხმარებოდა, მას ცოლ-შვილი არ ჰყავს“, – უთხრა გამოცემას ზვიად ბულიას რძალმა.

ზვიად ბულია/Facebook

ცნობისთვის, მკვლელობა სტამბოლის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 6 პირი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, სუფრაზე ურთიერთშელაპარაკება ზვიად ბულიას ხვიჩა წიფურიასთან მოუვიდა, რომელიც დანით დაჭრა. გიორგი სიხარულიძემ კი ხვიჩას დაცვა ცადა, ბულიამ სიხარულიძეს ხელი გაარტყა, შემდეგ სამჯერ დანა დაარტყა.

დაჭრილი ხვიჩა წიფურიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილი გიორგი სიხარულიძე 6 წლამდე ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავში იზრდებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close