რას არ გაიგებ/ფაქტები
ქალმა მეორადი ნივთების მაღაზიაში 7 დოლარად ნაყიდი სკამი 21 ათას დოლარად გაყიდა

ინგლისში, მეორადი საოჯახო ნივთების მაღაზიაში ქალმა 5.22 გირვანქა სტერლინგად ($7) იყიდა სკამი, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე 21 000 დოლარად გაყიდა.
„როდესაც სკამი სახლში მივიტანე, კარგად დავათვალიერე და ვიფიქრე, რომ ის ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. ელექტრონული ფოსტით მივწერე V&A მუზეუმს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შემდეგ მივმართე დიზაინის სპეციალისტ ჯონ ბლექს, რომელმაც მყისიერად მიპასუხა“, – ამბობს ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.
სპეციალისტმა დაადგინა, რომ სკამი 1902 წელს ავსტრიელმა ხელოვანმა კოლომან მოზერმა შექმნა.
ხისა და ნაქსოვი თოკებისგან დამზადებული სკამი აუქციონზე 21 874.12 დოლარად გაიყიდა.
imedinews.ge



