fbpx
მოდა/სილამაზესპორტი

როგორ გახდა მაღაზიის კონსულტანტი მილიარდერი რონალდუს ცოლი – მათი სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს

კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესის სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეხ­ბურ­თის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს არა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, არა­მედ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აინ­ტე­რე­სებს. რო­ნალ­დუს მსგავ­სად მისი მე­გო­ბა­რი ქალი ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია და მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს. სტატიას The Sun-ი აქვეყნებს.

ჯორ­ჯი­ნას შე­სა­ხებ „ნე­ტფ­ლიქსმა“ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღო სა­ხე­ლად – „მე ჯორ­ჯი­ნა ვარ“. ფილმში ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის უც­ნო­ბი მხა­რეა აღ­წე­რი­ლი. პრე­მი­ე­რა ჯორ­ჯი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე შედ­გა. ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გაზ­რდი­ლა, ის „გუ­ჩის“ მა­ღა­ზი­ა­ში კუნ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ აქ გა­იც­ნო მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი.

„სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი, სახ­ლში კი „ბუ­გა­ტით“ ვბრუნ­დე­ბო­დი“, – იხ­სე­ნებს ჯორ­ჯი­ნა. რონალდუსა და ჯორ­ჯი­ნას ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, 4 წლის გო­გო­ნა ჰყავთ და ტყუ­პის მო­ლო­დინ­ში არი­ან. მათ ჰყავთ კი­დევ სამი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­ნდნენ.

„როცა კრიშ­ტი­ა­ნუს სახ­ლში პირ­ვე­ლად შე­მო­ვე­დი, რამ­დენ­ჯე­რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში წყლის და­სა­ლე­ვად გა­ვი­დო­დი, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ გზას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბო­და, რომ სას­ტუმ­რო ოთა­ხამ­დე მი­მეღ­წია. ბავ­შვო­ბი­დან პა­ტა­რა სახ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი“, – ამ­ბობს ეს­პა­ნე­ლი ქალი და დას­ძენს, რომ ნა­ხე­ვა­რი წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ კრიშ­ტი­ა­ნუს მდიდ­რულ სახ­ლს შესჩ­ვე­ოდა.

ჯორ­ჯი­ნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით და სი­ხა­რუ­ლით დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ტან­საც­მელს, ჩან­თებ­სა და ფეხ­საც­მე­ლებს გა­ნი­ხი­ლავს. „თავს ძა­ლი­ან იღ­ბლი­ან ქა­ლად ვთვლი, რად­გან ვიცი, რო­გო­რია არა­ფე­რი გა­გაჩ­ნდეს და ისიც ვიცი, რო­გო­რია, როცა ყვე­ლა­ფე­რი გაქვს. თავ­და­პირ­ვე­ლად ძვი­რა­დღი­რე­ბულ ტა­ნი­სა­მოსს ვყიდ­დი, ახლა კი თა­ვად მაც­ვია ისი­ნი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე“, – ამ­ბობს რო­ნალ­დუს საყ­ვა­რე­ლი ქალი

ჯორ­ჯი­ნა შვი­ლე­ბის­თვის ძი­ძის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობს და მად­ლი­ე­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს სახ­ლი­დან იმუ­შა­ოს და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში თა­ვად იკის­როს მთა­ვა­რი როლი.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close