fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

NDI – ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 83 პროცენტი უჭერს მხარს, ნატოს წევრობის მომხრე კი 77 პროცენტია

მოსახლეობა კვლევაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – გამოკითხულთა 83 პროცენტი დადებითად პასუხობს. ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია რვა პროცენტისთვის, ხოლო კიდევ რვა პროცენტს პასუხი არ აქვს. 2021 წლის ივლისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა შვიდი პროცენტით არის გაზრდილი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია. კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა.

ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 77 პროცენტი. 11 პროცენტი წინააღმდეგია, ხოლო 12-მა პროცენტს პასუხი არ აქვს. ივლისის მონაცემებთან შედარებით ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი სამი პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, ნატოს შემთხვევაშიც გაწევრიანების მომხრეა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close