კინო/ფილმებისპორტი

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე სასამართლომ NETFLIX-ის შუამდგომლობა უარყო – რა იქნება შემდგომ?

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „გამოხატვის თავისუფლების დაცვის“ არგუმენტით. შესაბამისად, საქმის წარმოება გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს, ამჯერად სხვა „საჭადრაკო დაფაზე“.

იურიდიული ფირმა BLB, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს, სოციალურ ქსელში ულოცავს მას კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში და წერს, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა  არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ Netflix-ის სერიალის „ლაზიერის გამბიტი“ ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ამბობს, რომ იგი მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის, მაგრამ მამაკაცებთან არასდროს უთამაშია, რაც მიზანმიმართული ტყუილია, რადგან რეალურად ნონა გაფრინდაშვილს ნათამაშევი აქვს ათეულობით მოჭადრაკე კაცთან და არაერთი გამარჯვებაც მოუპოვებია; იგი პირველი ქალი დიდოსტატია მსოფლიოში მამაკაცთა შორის.

როგორც ცნობილია, ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან შეცდომის გასწორებას და 5 მილიონ დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close