რას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო

ოკუპირებულ სოფელ ავნევთან არგენტინული მახრჩობელა გველი იპოვეს

ზნაურის რაიონის სოფელ ავნევის სიახლოვეს, მდინარე ფრონეზე დიდი ზომის გველი იპოვეს. ამის შესახებ ფოტოებს ცხინვალელი ჟურნალისტი ვლადიმერ გაბაევი ავრცელებს.

მას ზნაურის რაიონის სოფელ ავნევიდან დაუკავშირდნენ და გველის შესახებ აცნობეს.

„თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა კონსტანტინე მილტომ დაადგინა, რომ გველი არგენტინული გველია – ბოა. ასეთი გველები ადამიანებთან ახლოს არიან, ბუნებაში არ ცხოვრობენ, იკვებებიან სახლში“, – განაცხადა გაბაევმა.

როგორ ცხინვალში ვარაუდობენ, გველი ერთ-ერთ მცხოვრებს ცხინვალში ჰყავდა მოშინაურებული. ეს პიროვნება 2021 წელს გარდაიცვალა და გველიც ბუნებაში გავიდა.

qartli.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close