fbpx
ქართველები უცხოეთში

ახალი დეტალები იტალიაში, ნეაპოლში გაუჩინარებული ქართველი გოგონას შესახებ

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი სახლიდან შაბათს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტეტუნაშვილი ნეაპოლში მოხუცი ქალბატონის დამხმარედ მუშაობდა. თავად ტეტუნაშვილის ოჯახის წევრებიც ნაპოლში ცხოვრობენ.

ძიების პროცესში უკვე სამართალდამცავი სტრუქტურაც ჩაერთო. მოხუცის ვაჟიშვილი, სადაც სალომე მუშაობდა, კარაბინიერია, რომელმაც პოლიციაში განაცხადი უკვე გააკეთა, თუმცა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის კამერები გაიხსნას, საჭიროა კანონით გათვალისწინებული 48 საათი გავიდეს.

ბოლო კომუნიკაცია სალომე ტატუნაშვილთან ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 სთ-ზე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები კი იმ ოჯახის გამოკითხვას მოითხოვენ, სადაც 24 წლის ქართველი ემიგრანტი მუშაობდა.

„გამოიკითხოს ის ოჯახი, სადაც მუშაობდა 24 წლის ქართველი გოგო. ყველამ ვიცით, რომ იტალიაში ნაგვის გადასაყრელად შაბათს სახლიდან არავინ გავიდოდა, რადგან აკრძალულია კანონით. ოჯახმა კი, როგორც ვიცით, სწორედ ნაგვის გადაყრა დაასახელა მიზეზად, რის გამოც სალო გარეთ გავიდა. ეს მიზეზი აბსურდულია. მერე რა, რომ იმ ოჯახის წევრი კარაბინიერია, მაინც უნდა გამოიკითხონ. რაღაც ხდება…“ – ამბობს ქართველი ემიგრანტი ხათუნა ბაქრაძე.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close