მედიცინამსოფლიო

ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრის რეკომენდაცია გაიცა

ეპიდემიებთან ბრძოლისა და  ვაქცინაციის კომისიებმა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მისცეს რეკომენდაცია, დაუშვას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით  18 წელს გადაცილებული ყველა იმ მოქალაქის აცრა, რომელმაც 5 თვეზე მეტი ხნის წინ მიიღო მესამე დოზა ან დაავადება გადაიტანა. ამის შესახებ მედია იუწყება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც აჩვენებს, რომ მე-4 აცრა მე-3-სთან შედარებით ორჯერ მეტად იცავს ინფიცირებისგან და, სულ ცოტა, სამჯერ მეტად – დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.

რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ნახმან აშმა უნდა დაამტკიცოს.

უფრი ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეოთხე დოზით აცრა, დიდი ალბათობით, რეკომენდაციად დარჩება და არ გახდება „მწვანე სერტიფიკატის“ მიღებისთვის აუცილებელი პირობა.

ისრაელის მთავრობამ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით აცრა 3 იანვრიდან დაუშვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close