მედიცინამსოფლიო

„ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოენტექმა“ კორონავირუსის სამხრეთაფრიკული ვარიანტის, „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია BioNTech-ის საიტზე გამოქვეყნდა.

ვაქცინას გამოცდიან ჯანმრთელ ადამიანებზე, რომელთა ასაკი 18-იდან 55 წლამდეა. კვლევაში 1420 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასული წლის ნოემბრის ბოლოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს  – B.1.1.529-ს საგანგებო სხდომაზე ბერძნული ანბანის ასოს – „ომიკრონის“ სახელი უწოდა.

„ომიკრონი“ გაცილებით გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი ვარიანტები. ის უამრავ ქვეყანაში სწრაფად გახდა დომინანტური, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ინფიცირების შემთხვევების 90%-ზე მეტი უკვე „ომიკრონზე“ მოდის.

„ფაიზერმა“ და „ბიოენტექმა“ „ომიკრონის“ გამოჩენიდან მალევე განაცხადეს, რომ დაიწყეს მუშაობა ამ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც 3 თვეში იქნება მზად გამოყენებისათვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close