ჰოროსკოპი

როგორ მოვიზიდოთ იღბალი და ბარაქა – 2022 კიდევ ერთ შანს გვაძლევს

პირველ თებერვალს ასტროლოგიური ახალი წელია - შემოდის ვეფხვის წელიწადი

პირველ თებერვალს ასტროლოგიური ახალი წელია. შემოდის ვეფხვის წელიწადი. როგორ შევხვდეთ ახალ წელს, როგორ მოვრთოთ სახლი, სუფრა და  როგორ მოვიზიდოთ იღბალი – ამ თემებზე „ფორტუნასთან“ ასტროლოგი ნინა ხომერიკი საუბრობს.

როგორც ასტროლოგი ამბობს, იმისათვის, რომ სწორად შევხვდეთ ლურჯი წყლის ვეფხვის წელიწადს, აუცილებელია, მას კომფორტული და ბუნებრივი გარემო შევუქმნათ.

ამისათვის კარგი იქნება, თუ:

  • სახლს მოვრთავთ ბუნებრივი ყვავილებით.
  • მნიშვნელოვანია, ძველ წელს ყველა არასაჭირო ნივთი სახლიდან გავიტანოთ.
  • გამოვეწყოთ სადღესასწაულოდ, ნუ შევხვდებით სახლისთვის განკუთვნილი ტანისამოსით. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ: ლურჯს, ცისფერს, თეთრს, შავს, ყავისფერს ან ბეჟ ფერებს ტანისამოსში.
  • საახალწლო სუფრაზე სასურველია, იყოს ძვლიანი ხორცის კერძები. მაგალითად, ფრინველის ხორცი ან სხვა, გემოვნების მიხედვით. ვეფხვი მტაცებელია და ხორციანი კერძი მისთვის ძალიან პრიორიტეტულია. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრინჯი, ან ფერადი ბოსტნეული. ბრინჯი აღმოსავლურ კულტურაში ასოცირდება წარმატებასა და ბარაქასთან. მწვანილებით მოვრთოთ სუფრა. რაც შეეხება ხილს, უნდა იყოს ყვითელი, მაგალითად ფორთოხალი, მანდარინი და ა.შ.

როგორი რიტუალის ჩატარებას გვირჩევს ასტროლოგი, რომ იღბალი და ბარაქა მოვიზიდოთ   

1-ელ თებერვლამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე ჩამოვწეროთ ფურცელზე ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაწუხებს და დავწვათ. ფერფლი უნდა გავატანოთ წყალს. ეს აუცილებელი პირობაა, რომ ახალი წლისთვის მოვემზადოთ.

რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, სასურველია, ავიღოთ პატარა თასი, შეიძლება, ეს იყოს მინის, ბროლის, ვერცხლის, ან ნებისმიერი სხვა მეტალის. მოვათავსოთ შიგნით ხორბალი და 2-ლარიანები, რაც არის 2022 წლის სიმბოლო და დავმუხტოთ ინფორმაციით ანუ ამოვურიოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ 2022 წელი იყოს წარმატებული, ბარაქიანი, ჯანმრთელობის მომტანი. რამდენი მარცვალი ხორბალიც არის, იმდენი წარმატება რომ შემოგვივიდეს  2022-ში ოჯახში.

ეს თასი მოვათავსოთ სუფრის შუაგულში, გარშემო ამ თასს სანთლები დავუწყოთ. სასურველია, სანთლები იყოს ოქროსფერი და 8 ცალი, რადგან 8 არის უსასრულობის სიმბოლო და ამით ჩვენ სამყაროს ვთხოვთ დადებითი ინფორმაციის უწყვეტ ენერგიას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თასი დავტოვოთ სუფრის შუაგულში. როდესაც დღესასწაული დასრულდება, ეს თასი შევინახოთ აღმოსავლეთის მხარეს მთელი წლის განმავლობაში და ყოველი ახალმთვარეობის დადგომისას მსგავსად უნდა დატვირთოთ ახალი ინფორმაციით და შემატოთ 2-ლარიანები. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი 2022 წლის ბარაქა.

როგორი მეკვლე უნდა შეარჩიოთ, თუ გათხოვება და დაოჯახება გსურთ

„ასტროლოგია აღიარებს ენერგიებს. აი, მაგალითად, „მეკვლეებს“ რომ ვეძახით. ეს არის კარგი ენერგიის მატარებელი ადამიანი. ვისაც სურს გათხოვება და დაოჯახება, კარგი იქნება, თუ მეკვლედ მასთან ორსული ან ახალი დაოჯახებული ბედნიერი წყვილი თუ შემოვა. ნებისმიერი რიტუალი, რომელსაც ასრულებ, უშედეგოდ ჩაივლის, თუ არ გჯერა იმისა, რასაც აკეთებ. რასაც აკეთებ, იმის უნდა გწამდეს და გჯეროდეს. ამით იზიდავ პოზიტიურ და დადებით ენერგიებს, რაც გინდა, რომ აგისრულდეს. ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული“, – გვირჩევს ასტროლოგი ნინა ხომერიკი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close