fbpx
საზოგადოება

საფრანგეთში მოკლული ქართველის ცხედარი მის მშობლიურ სახლში ჩამოასვენეს

მარსელში, 7 იანვარს ურთიერთშელაპარაკებისას მოკლული საქართველოს მოქალაქის, 25 წლის ალექსი გოგუას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„დილით ჩამოასვენეს ,მეუღლე წინა დღით ჩამოვიდა. ენით აღუწერელი ტრაგედიაა ოჯახისთვის და სოფლისთვის. საქართველოს საკონსულომ და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ყველაფერი იღონეს დროზე ჩამოესვენებინათ ცხედარი, რაც ერთგვარი შვებაა კიდეც ოჯახისთვის ამხელა ტრაგედიის შემდეგ“, – განუცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ ნაფიჩხოვოში ხვიჩა ლაგვილავამ „პრაიმტაიმს“.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გასული წლის აპრილში დაქორწინდა, შემდეგ კი სამი თვე მარსელში იმყოფებოდნენ, რადგან, ახლობლების თქმით, თბილისში ბინის ყიდვას გეგმავდნენ და სამომავლო გეგმებს აწყობდნენ. „აქ ვერ იშოვეს სამსახური, ოჯახს უჭირდა და იძულებული გახდნენ წასულიყვნენ“, – ამბობს ახლობელი. ალექსი გოგუას და და მამა დარჩა.

მისი მეუღლე უკვე დაიკითხა მარსელის პოლიციაში და მან მკვლელიც ამოიცნო. იგი მომხდარი ფაქტიდან მალე დააკავეს.

ცნობისთვის, 25 წლის ჩხოროწყუს მკვიდრ ალექსი გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მარსელში მიაყენა, შედეგად ის საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას 2 ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.

ახალგაზრდა მამაკაცი სულ 10 თვის დაოჯახებული იყო. ცოლ-ქმარი საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა.

ამავე თემაზე: საფრანგეთში მოკლული ალექსი გოგუას მკვლელი დააკავეს – რა თქვა მარსელის პროკურორმა პრესკონფერენციაზე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close