fbpx
მედიცინარჩევები

რამდენწუთიანი კონტაქტი სჭირდება ვირუსს, რომ დაგაინფიციროთ

Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ცხრილი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ პირბადე გვიცავს, თუმცა ომიკრონი იმდენად სწრაფად გავრცელებადი შტამია, რომ მისგან დასაცავად ნაჭრის პირბადეები საკმარისი აღარ არის. სპეციალისტები მოსახლეობას ქირურგიული ან უფრო მეტად დაცული პირბადის – ე. წ. N95 ან KN95 პირბადეების გამოყენებას ურჩევენ.

ცხრილის ქართული ვერსია შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივესიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ  შემოგვთავაზა და თან კომენტარები დაურთო:

„პირბადე იცავს!
აცრა, პირბადე და სოციალური დისტანცირება – ეს არის ის იარაღი, რაც დღეს ხელთ გვაქვს კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად.

ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს (https://www.wsj.com/…/cloth-face-mask-omicron-11640984082). ამ ცხრილის თანახმად, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც ასევე ატარებს ქირურგიულ პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება ერთსაათიანი კონტაქტი. N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იმავე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15- წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად “, – წერს მეცნიერი სოციალურ ქსელში.

მსგავს თემაზე: ზაალ კოკაია – შვედეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერის წარმატების უნივერსალური რეცეპტი

ქართველმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ და მისმა კოლეგებმა ინსულტით დაზიანებული ვირთაგვას ტვინის აღდგენა შეძლეს

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close