იტალიელი პოლიციელები ვარდისფერი პირბადის ტარებაზე უარს აცხადებენ
იტალიელი პოლიციელები ვარდისფერი პირბადის ტარებაზე უარს ამბობენ. მათი განცხადებით, პირბადის ფერი უნიფორმას არ შეეფერება.
პროტესტის ტალღა იტალიის რამდენიმე პრეფექტურის პოლიციელებს მოიცავს: პავია, ვარეზე, ფერარა, ბოლონია, სირაკუზა და ვენეცია. ვარდისფერი პირბადეების პარტიის მიღების შემდეგ პოლიციელებმა პოლიციის გაერთიანება გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ფერის პირბადეების ტარება არ სურთ.
„დადებული ფიციდან გამომდინარე აუცილებელია უნიფორმის პატივისცემით ტარება“, – აღნიშნეს პოლიციის გაერთიანებაში.
პოლიციის გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პრობლემა არა ფერს, არამედ იმას უკავშირდება, რომ უნიფორმის გამოყენება რეგულაციას ექვემდებარება.
„აქსესუარები უნიფორმას უნდა შეესაბამებოდეს, ისევე როგორც არ არის რეკომენდებული თვალწარმტაცი ფერის პირბადეების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
#Covid_19: Des policiers italiens s’insurgent contre leurs masques FFP2 de couleur rose
La couleur de ces masques ne «fait pas honneur à l’uniforme», dénoncent ces policiers italiens. https://t.co/eywlqMTZHM
— Le Figaro (@Le_Figaro) January 14, 2022
imedinews.ge
კომენტარები