fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიელი პოლიციელები ვარდისფერი პირბადის ტარებაზე უარს აცხადებენ

იტალიელი პოლიციელები ვარდისფერი პირბადის ტარებაზე უარს ამბობენ. მათი განცხადებით, პირბადის ფერი უნიფორმას არ შეეფერება.

პროტესტის ტალღა იტალიის რამდენიმე პრეფექტურის პოლიციელებს მოიცავს: პავია, ვარეზე, ფერარა, ბოლონია, სირაკუზა და ვენეცია. ვარდისფერი პირბადეების პარტიის მიღების შემდეგ პოლიციელებმა პოლიციის გაერთიანება გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ფერის პირბადეების ტარება არ სურთ.

„დადებული ფიციდან გამომდინარე აუცილებელია უნიფორმის პატივისცემით ტარება“, – აღნიშნეს პოლიციის გაერთიანებაში.

პოლიციის გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პრობლემა არა ფერს, არამედ იმას უკავშირდება, რომ უნიფორმის გამოყენება რეგულაციას ექვემდებარება.

„აქსესუარები უნიფორმას უნდა შეესაბამებოდეს, ისევე როგორც არ არის რეკომენდებული თვალწარმტაცი ფერის პირბადეების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close