უჩვეულო სანახაობა – 80-ზე მეტმა სირაქლემამ ქალაქის ქუჩებში რბოლა მოაწყო (ვიდეო)
ჩინეთის სამხრეთში 80-ზე მეტი სირაქლემა ფერმიდან გაიქცა. ფრინველებმა ქალაქ ქუჩებში უჩვეულო „რბოლა“ მოაწყვეს, რომელიც არაერთმა მოქალაქემ აღბეჭდა ვიდეოზე.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ვოლიერის კარი ღია დარჩათ, რითაც ისარგებლეს ფრინველებმა და ფერმის ტერიტორია დატოვეს. ფერმის პატრონმა, პოლიციელების დახმარებით, შეძლო მათი უმეტესობის ისევ ვოლიერში დაბრუნება. მთლიანობაში ფერმაში 300-მდე სირაქლემაა.
საბედნიეროდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და არც სირაქლემები დაშავებულან და არც ადამიანები, თუმცა ამის საშიშროება ნამდვილად არსებობდა, რადგან თითო ფრინველის წონა 100 კილოგრამს აღემატება, თან სირაქლემა საკმაოდ სწრაფად დარბის – შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარება.
More than 80 captive ostriches escaped from a farm and were seen racing through the streets of Chongzuo in China.
Videos of the ostriches soon went viral on social media and attracted the attention of local police.
Latest videos here: https://t.co/eBWvMijDna pic.twitter.com/fQ1SDCJ7e6
— Sky News (@SkyNews) January 9, 2022
მანანა ბანძელაძე
კომენტარები