რას არ გაიგებ/ფაქტები

უჩვეულო სანახაობა – 80-ზე მეტმა სირაქლემამ ქალაქის ქუჩებში რბოლა მოაწყო (ვიდეო)

ჩინეთის სამხრეთში 80-ზე მეტი სირაქლემა ფერმიდან გაიქცა. ფრინველებმა ქალაქ ქუჩებში უჩვეულო „რბოლა“ მოაწყვეს, რომელიც არაერთმა მოქალაქემ აღბეჭდა ვიდეოზე.  

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ვოლიერის კარი ღია დარჩათ, რითაც ისარგებლეს ფრინველებმა და ფერმის ტერიტორია დატოვეს. ფერმის პატრონმა, პოლიციელების დახმარებით, შეძლო მათი უმეტესობის ისევ ვოლიერში დაბრუნება. მთლიანობაში ფერმაში 300-მდე სირაქლემაა.

საბედნიეროდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და არც სირაქლემები დაშავებულან და არც ადამიანები, თუმცა ამის საშიშროება ნამდვილად არსებობდა, რადგან თითო ფრინველის წონა 100 კილოგრამს აღემატება, თან სირაქლემა საკმაოდ სწრაფად დარბის – შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close