რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

გარიგებით ქორწინებისგან თავის დაღწევის ორიგინალური მეთოდი

ინგლისში კაცმა ოჯახის შესაქმნელად უჩვეულო მეთოდს მიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის მუჰამად მალიკმა ლონდონსა და ბირმინგემში უზარმაზარი ბილბორდები განათავსა თავისი ფოტოებითა და წარწერით: „გადამარჩინეთ გარიგებით ქორწინებისგან“.

მალიკი ლონდონში ბანკის კონსულტანტად მუშაობს და განმარტავს, რომ გარიგებით ქორწინების წინააღმდეგი სულაც არ არის, თუმცა ჯერ უნდა თავის მეორე ნახევრის პოვნა დამოუკიდებლად ცადოს. მისივე თქმით, მან გაცნობის არაერთ მეთოდს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბილბორდების გამოყენება კი მას მეგობარმა შესთავაზა. მალიკის იდეალური პარტნიორი მუსლიმი უნდა იყოს და მის ოჯახს უნდა შეეწყოს.

„რეკლამის განთავსების შემდეგ ასობით შეტყობინება მივიღე, მაგრამ მათ წასაკითხად დრო ჯერ ვერ გამოვნახე“, – თქვა მან.

მალიკის რეკლამები ინგლისის ქალაქების ქუჩებში 14 იანვრამდე დარჩება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close