მსოფლიოსაზოგადოება

კემბრიჯის ჰერცოგინია და ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 40 წლის გახდა – ახალი ფოტოები საიუბილეოდ

პრინც უილიამის მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი დღეს, 9 იანვარს 40 წლის გახდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჰერცოგინიას 3 ახალი ფოტო გამოქვეყნდა.

ჰერცოგინიას ახალი პორტრეტები ფეშენ ფოტოგრაფმა პაოლო როვერსიმ გადაიღო. ფოტოებზე ქეითს Alexander McQueen-ის კაბები აცვია.

ჰერცოგინიას ფოტოები მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან 3 ადგილას გამოიფინება: ბერკშირში (სადაც მან ბავშვობა გაატარა), სენტ ენდრიუსსა (შოტლანდიაში, სადაც ქეითმა საუნივერსიტეტო განათლება მიიღო და მომავალ მეუღლეს შეხვდა) და ანგლსზე (კუნძულ ანგლსზე წყვილი ქორწინების წინ და ქორწინების შემდეგ პირველ ხანებში ცხოვრობდა). ეს არჩევანი თავად ჰერცოგინიამ გააკეთა.

მოგვიანებით კი ისინი ლონდონში პორტრეტების ეროვნული გალერეის მუდმივ კოლექციას შეავსებენ.

შავ-თეთრი ფოტოებიდან ერთზე ქეთრინს პრინცესა დიანას საყურე უკეთია, მეორეზე კი – დედოფალ ელიზაბეთისგან ნათხოვარი საყურე.

ფოტოები გასული წლის ნოემბერშია გადაღებული ქიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის სამეფო ტახტის დასაკავებლად პრინცი ულიამი მეორეა მამამისის, პრინც ჩარლზის შემდეგ.

პრინცმა უილიამმა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითმა 10 დეკემბერს ტრადიციული საშობაო ფოტო გამოაქვეყნეს შვილებთან ერთად, რომელიც იორდანიაში ვიზიტის დროსაა გადაღებული. ფოტოზე უილიამთან და ქეითთან ერთად გამოსახულია მათი სამივე შვილი – 8 წლის პრინცი ჯორჯი, 6 წლის პრინცესა შარლოტა და 3 წლის პრინცი ლუი.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close