fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში სრულად ვაქცინაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეიზღუდა და მესამე დოზა სავალდებულო გახდა

საბერძნეთში, მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით (Κοινή Υπουργική Απόφαση ΚΥΑ), გამოიცა დადგენილება აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის ვადის (7 თვე) ამოწურვის შესახებ ანუ არავაქცინირებულად ჩაითვლებიან ისინი, ვისაც ბოლო აცრიდან 7 თვის გასვლის შემდეგ მესამე დოზა არ გაუკეთებია. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ეს ინფორმაცია კვირას, 9 იანვარს, დილით საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა გაავრცელა, ამასთან, აღნიშნა, რომ ეს არ იმოქმედებს ევროპულ სერტიფიკატზე, რომლის გამოყენებაც ევროპაში მოგზაურობისთვის არის შესაძლებელი.

ტანოს პლევრისმა  დღეს დილით ტელეარხ ANT1-ზე გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, „ომიკრონის“ გავრცელებასა და ვაქცინაციის მსვლელობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საბერძნეთის დაახლოებით 500 000 მოქალაქეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ბუსტერული აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

კითხვაზე სავალდებულო  ვაქცინაციასთან დაკავშირებით მინისტრმა უპასუხა, რომ ამ მომენტისთვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა იმ დასაქმებულებს, რომლებიც აცრილები არ იქნებიან, დამსაქმებლები  კონტრაქტს შეუწყვეტენ (სამუშაოდან გაათავისუფლებენ).

მისივე თქმით, მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ის ადამიანები, რომლებიც აიცრნენ და მეორე დოზის მიღებიდან (ან ერთდოზიანი ვაქცინის დოზის მიღებიდან) 7 თვე უკვე გავიდა, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან მხოლოდ მესამე – ბუსტერული დოზის მიღების შემდეგ.

მინისტრის  ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე დომინანტია კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“, რომელიც ინფიცირებულთა 80%-ზე მეტს უდასტურდება, თუმცა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 50% „დელტაზე“ მოდის.

ხვალიდან, 10 იანვრიდან საბერძნეთის სკოლებში სწავლა განახლდება საშობაო-საახალწლო არდადეგების შემდეგ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close