იტალიასაზოგადოება

იტალიელი ფეხბურთელი პორნოვარსკვლავი გახდა

24 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა დავიდე იოვინელამ (Davide Iovinella) სპორტული კარიერა დაასრულა და პორნოვარსკვლავობა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ფეხბურთის თამაშით საკმარის ფულს ვერ გამოიმუშავებდა, ამიტომ შემოსავლიანი საქმე ამჯობინა.

ფეხბურთელი სერია D-ს გუნდ „პომილიანოში“ თამაშობდა, მაგრამ 24 წლის ასაკში მიხვდა, რომ ვერც მსოფლიო დიდებას და ვერც სასურველ თანხას გამოიმუშავებდა. იგი ბუდაპეშტში წავიდა, ქასტინგი გაიარა და აიყვანეს. იოვინელა პორნოგრაფიული ვიდეოების რეჟისორმა და პროდიუსერმა, ყოფილმა პორნოვარსკვლავმა  როკო სიფრედიმ დაიქირავა.

თავიდან იგი ცდილობდა, უნგრეთში შესაფერისი კლუბი მოეძებნა და ფეხბურთელის და პორნოვარსკვლავის კარიერა შეეთავსებინა, მაგრამ როცა დაინახა, რომ გადასაღებ მოედანზე თამაში უფრო კარგად გამოსდიოდა, ვიდრე საფეხბურთო მოედანზე, სპორტს საბოლოოდ დაანება თავი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close