fbpx
ტესტები

თავსატეხი: ნახატზე იპოვეთ თოვლის კაცი, რომელიც ფიფქებშია დამალული

ყურადღების კონცენტრაციის და მახვილი თვალის ეს ტესტი უნგრელ მხატვარს Gergely Dudás-ს (გერგელი დუდაში) ეკუთვნის. მან თავის ფეისბუქგვერდზე ქვემოთ მოცემული ნახატი განათავსა და სოცქსელის მომხმარებლებს სთხოვა, ეპოვათ მასზე პაწაწინა თოვლის კაცი, რომელიც მრავალრიცხოვან თოვლის ფიფქსა და გუნდას შორისაა დამალული.

„პაწაწინა თოვლის კაცი თოვლის ფიფქებში დაიმალა. აბა, თუ შეძლებთ მის პოვნას“, – დაწერა ილუსტრატორმა თავის ფეისბუქგვერდზე.

მართლაც, აბა, თუ შეძლებთ მის პოვნას და რამდენი დრო დაგჭირდებათ? თუ 20 წამში იპოვით, საოცრად მახვილი თვალი და კარგი აღქმა გქონიათ, თუმცა რეკორდი 2 წამია – ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარებში წერს, რომ პაწაწინა თოვლის კაცი 2 წამში იპოვა (თუ არ იტყუება ან 2 წამში, ზოგადად, სწრაფად პოვნას არ გულისხმობს). ზოგი წერს, რომ 2 წუთი დასჭირდა, ზოგს – 5 წუთი, უმეტესობა დროს არ ასახელებს.  მოკლედ, მოემზადეთ, მოეშვით და შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ნახატს.

Facebook/Gergely Dudás — Dudolf

 

 

ახლა კი ნახეთ პასუხი. 

 

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close