ეკონომიკამოგზაურობა

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება

პირაპირი ფრენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ოპტიმისტური პროგნოზით, ერთ წელიწადში დაიწყება. Air Georgia პირველი კომერციული რეისების შესასრულებლად ემზადება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავიაკომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა.

„პროექტი მალე განხორციელდება, თვითმფრინავის შემოყვანა დღეების საკითხია. ფრენები შესრულდება ჰონგ-კონში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროპის მიმართულებით. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენს კონტინენტზე ფრენის დაწყების შემდეგ უნდა გავუგზავნოთ წინადადება შტატებს, ამაში ჩართულია ჩვენთან აშშ-ის საელჩოც. ოპტიმისტური გეგმით, ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება“, – თქვა Air Georgia-ს დამფუძნებელმა. მისივე განცხადებით პროექტი უკვე არსებობს და მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close