პოლიტიკასაქართველო

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს

რუსეთმა ქვეყნიდან 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევრო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ კომპენსაცია რუსეთმა ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე უნდა აანაზღაუროს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ცნობით, რუსეთმა ურთიერთგაგების შესაბამის მემორანდუმზე ხელმოწერაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს დაზარალებულად ცნო 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს 1500 მოქალაქე და მათ  სასარგებლოდ რუსეთს 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე მუხლის დარღვევისთვის თითოეულ მოქალაქეს 10 000-იდან 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საქართველოს სახელმწიფო რუსეთს 2006-2007 წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციაში სდებდა ბრალს, რის შედეგადაც სამი ქართველი გარდაიცვალა. სულ რუსეთიდან 5 ათასამდე ქართველი გამოაძევეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close