კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ქმარმა ცოლი დაახრჩო, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილებს გვერდით ოთახში ეძინათ (ვიდეო)

საშინელი ტრაგედია დატრიალდა საბერძნეთში, ლაკონიაში, ალბანურ ოჯახში – 36 წლის ქალი საკუთარმა 40 წლის ქმარმა დაახრჩო. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ინციდენტის დროს სახლში მათი 9 და 11 წლის ბიჭები იმყოფებოდნენ, რომლებსაც გვერდით ოთახში ეძინათ.

პირველადი ინფორმაციით, ევროტასის (ლაკონია) მუნიციპალიტეტის სოფელ ვლახოტიში ალბანელმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. საზარელ ტრაგედიას წინ უძღვოდა წყვილს შორის შელაპარაკება. როგორც ამბობენ, ქალს ქმრის მიტოვება სურდა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგი კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა თავად დარეკა „100“-ზე და განაცხადა, რომ ცოლი მოკლა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ქალი უსულო მდგომარეობაში დახვდათ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს. დამნაშავე დააკავეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close