fbpx
კრიმინალი

თბილისში 15 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, თბილისში, სანზონაში არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, 2005 წელს დაბადებული ლ. ი. დაკავებულია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ხოლო 2004 წელს დაბადებული პ. ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ისინი პოლიციამ თბილისში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ. ი.-მ 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ. კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ. ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ. ვ., რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

მიყენებული დაზიანების შედეგად დ. კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, 17 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული:

„უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექიმი-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს“.

დათო კრავეიშვილი

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ლიახვის ქუჩაზე, 32-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულ დაპირისპირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

დღეს „კურიერმა“ გაარკვია. რომ 15 წლის დავით კრავეიშვილს სახლთან ჯერ ორნი დახვდნენ შემდეგ კი კონფლიქტი ლიახვის ქუჩაზე უკვე სხვა ადგილას გაგრძელდა და იქ, ჯამში, 10-მდე ახალგაზრდა იყო თავმოყრილი.

არასრულწლოვანები სადარბაზოდან გამოსულ 15 წლის მოზარდს საქმის გასარჩევად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ელოდებოდნენ. მათ იცოდნენ, რომ დათო კრავეიშვილი ძაღლს ყოველ საღამოს ასეირნებდა.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე 2 პირი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მოკლულის გამოსვლას აკონტროლებდა

დავით კრავეიშვილისა და მისი ნაცნობი არასრულწლოვნების შეხვედრა კორპუსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს, ვიდეოჩანაწერები სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს.  კადრებში სავარაუდოდ სწორედ ის ორი მოზარდი ჩანს, რომელებიც სამართალდამცველებმა მკვლელობიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

საცხოვრებელი კორპუსიდან დავით კრავეიშვილმა და მისმა ნაცნობებმა გზა ლიახვის ქუჩისკენ გააგრძელეს. საქმის გასარჩევად 15 წლის მოზარდი ე. წ. „გარაჟებთან“ მიიყვანეს.

სწორედ აქ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, კრავეიშვილმა თავის დაღწევა სცადა, თუმცა მას ათამდე პირი დაედევნა და რამდენიმე მეტრში, სკოლის ეზოს შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და ადგილიდან მიიმალნენ.

ერთადერთი მიზეზი, რაზეც მკვლელობის დღიდანვე საუბრობენ, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბია, რომელიც მეორე დღეს მკვლელობით დასრულდა.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მოზარდის მამა გარდაცვლილია. ბიჭი თბილისში დედასთან ერთად საცხოვრებლად გორიდან ჩამოვიდა. დედა-შვილი ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს – რა გახდა მკვლელობის მიზეზი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close