პოლიტიკა

საბერძნეთი პროვოკაციულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს მიმართავს, რაც რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ საბერძნეთი პროვოკაციულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს მიმართავს, რაც რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს.

ჰულუსი აქარის თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ეგეოსის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენებს და მაქსიმალურად ცდილობს, თავიდან აიცილოს აგრესიული ქმედებები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისას.

„თურქეთი რეგიონში ყველა ნაბიჯს გააზრებულად დგამს, ხოლო საბერძნეთი რეგიონის რეალობის დამახინჯებას ცდილობს და თურქეთს აგრესორად წარმოაჩენს, თავის თავს კი მსხვერპლად. ამ დროს თავად საბერძნეთი ატარებს ექსპანსიასა და აგრესიაზე მიმართულ კურსს“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close