რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

კაცმა, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა, მეორე დღეს ლატარიაში 30,5 მილიონი დოლარი მოიგო (ვიდეო)

რას არ გაიგებს ადამიანი. მართლაც რომ ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. 22 წლის სანდიპ სინს, რომელიც ჰიანისში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს, შეყვარებული დაშორდა.

ახალგაზრდა კაცის მიტოვების მიზეზი იყო ის, რომ კარიერულად ვერ ვითარდებოდა.  ყოფილმა შეყვარებულმა მიაძახა, რომ ასეთ ადამიანთან ვერ შექმნიდა თავის მომავალს. არადა პატიოსანი სანდიპი ორ სამსახურში სრულ განაკვეთზე მუშაობდა, რათა დედასაც დახმარებოდა და, რა თქმა უნდა, შეყვარებულსაც.

სანდიპი დეპრესიაში ჩავარდა. ძნელია მოისმინო საყვარელი ადამიანისგან მსგავსი სიტყვები თან მაშინ, როდესაც მარტო დაგტოვებენ, თუმცა მისი ტანჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დაშორებიდან ზუსტად მეორე დღეს 22 წლის სანდიპ სინმა ლატარიაში 30 მილიონ 500 ათასი დოლარი მოიგო.

სანდიპ სინი: „არ ვიცოდი, რა მექნა. ბილეთი ძირს დავაგდე, დედაჩემმა აიღო, რიცხვებს კითხულობდა, შემდეგ ერთად წავიკითხეთ რამდენჯერმე. ჩემი ყოფილი გოგო დამშორდა და გული მატკინა, თუმცა დღეს საერთოდ აღარ მაინტერესებს და უბედნიერესი ვარ“.

players.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close