ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18-24 ოქტომბერი

18 და 19 ოქტომბერი მზარდი მთვარის პერიოდია. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე იზრდება, ამ დღეებში მნიშვნელოვანი მოვლენების დაგეგმვა არ ღირს. უმჯობესია დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც უკვე გაქვთ თქვენს დღის წესრიგში.

20 ოქტომბერს სავსემთვარეობაა.იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ინტუიციას უნდა ენდოთ. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მეექვსე გრძნობა მთელი ძალით მუშაობს.

21-იდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. მოვიდა დრო, სარგებელი ნახოთ  საქმეში, რომელიც  თქვენს კარიერას ეხება. ბოლო პერიოდში თუ კარგი საქმე გააკეთეთ, ელოდეთ, რომ დაგაჯილდოებენ. საერთოდ, მთავარია ამ კვირაში სწორი დასკვნები გააკეთოთ.

 

ვერძი

დაგროვილ პრობლემებს გაუმკლავდებით, მაგრამ ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ. კონსტრუქციული კრიტიკა ამ დღეებში შეიძლება სასარგებლო იყოს, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების მოსაზრებებს მოუსმინეთ. 23 ოქტომბერი უმჯობესია სახლში გაატაროთ. ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია რამდენიმე ახალი პროექტის შემუშავებისა და დაწყებისთვის, რომლებიც წარმატებით დაგვირგვინდება. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე!

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

შემოდგომის ეს პერიოდი თქვენზე საუკეთესოდ იმოქმედებს. ეს არის სიყვარულისა და ახალი ნაცნობობის დრო. ამ პერიოდში ხელმძღვანელობა საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. შეეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი! იყავით ამ დღეებში აქტიური და ინიციატივიანი – ჯეროვნად დაგიფასდებათ. ეს პერიოდი მოგზაურობისთვისაც საუკეთესო დროა, თუნდაც მოკლე მანძილზე.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

ადვილი არ იქნება, რომ საკუთარ თავს  რაიმე შეუზღუდოთ, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ: ნუ უგულებელყოფთ დაავადების საწყის სიმპტომებს, მაშინვე მიაკითხეთ ექიმს. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზი გელით, შეეცადეთ გონივრულად განკარგოთ, ისე რომ მოგვიანებით არაფერი ინანოთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კირჩხიბი

ახლა სერიოზული საქმეების დაწყება არ ღირს. სამაგიეროდ, ნებისმიერი გასართობი ღონისძიება წარმატებით ჩაივლის. უარი არ თქვათ საინტერესო მიწვევებზე და აკონტროლეთ თქვენი გრძნობები და ემოციები. მათთვის ვინც დიეტაზეა, ყურადსაღებია ვარსკვლავების რჩევა: ცოტა ხანს შეისვენეთ, რათა ნერვული სტრესი არ დაგემართოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ლომი

საოჯახო საქმეები, კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან…ახლა ყველა თქვენი აზრი დაკავებული იქნება ოჯახითა და ყოველდღიურობით. 23-24 ოქტომბრის შაბათ-კვირას სადმე გასვლას შეეცადეთ – აუცილებლად გჭირდებათ გარემოს შეცვლა. ეს საშუალებას მოგცემთ,, აღიდგინოთ ძალები, რასაც შემდეგ სწორი მიმართულებით მიმართავთ. შეიყვარეთ, შექმენით, გააკეთეთ, რაც გინდათ და შედეგიც არ დააყოვნებს.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ნუ გააზვიადებთ ადამიანების მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში, თქვენ ხართ საკმაოდ დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც მთების გადაადგილება შეუძლია. ფინანსური საკითხები ამ კვირაში „არ გემორჩილებათ“, ფულთან დაკავშირებით მანიპულაციებს ახლა ნუ მიმართავთ, თორემ არსებობს რისკი, რომ ბევრს დაკარგავთ. საყვარელ ადამიანთან შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას. ნუ გადადებთ, ყველაფერი დროზე მოაგვარეთ, მერე გვიან რომ არ იყოს.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 19.

 

სასწორი

ბოლოს და ბოლოს სურვილს აისრულებთ და ისეთ სამსახურს იშოვით, როგორსაც ნატრობდით. შეეცადეთ დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ოჯახში სიმშვიდე გექნებათ, შეგიძლიათ ენდოთ ნათესავებსა და  მეგობრებს – პრობლემების შემთხვევაში გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი. უმცროს თაობასთან ლმობიერი იყავით. მეტი მხარდაჭერა და ნაკლები კრიტიკა  – აი  ბავშვებთან წარმატებული ურთიერთობის გასაღები.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

ღრუბლებში ნუ დაფრინავთ. თუ არ გაჩუმდებით, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს კოლეგებს: ერთ-ერთ მათგანს შეუძლია თქვენს ზურგს უკან ინტრიგების ხლართვა ან ჭორების გავრცელება. გამოააშკარავეთ იგი და გაარკვიეთ ურთიერთობა, სანამ გვიან არ არის. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

ამ დღეებში სამსახურში შეიძლება გაუთვალისწინებელი გარემოებები წარმოიშვას, მაგრამ ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ადვილად გამოხვალთ, თუ კარგად დაფიქრდებით და გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად არ მიიღებთ.  ვარსკვლავები კატეგორიულად არ გირჩევენ ახლა ვინმესთან იკამათოთ. უმჯობესია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ: ასეთი დიპლომატიური ქცევა კარგ  ნაყოფს გამოიღებს.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თხის რქა

თქვენი შრომა დაფასდება. შესაძლებელია ფულადი პრემია მიიღოთ. ამ დღეებში მიზანშეწონილია დაგეგმოთ ხანგრძლივი მოგზაურობები – მაგალითად, შვებულება საზღვარგარეთ. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ფულის დაზოგვა ამ მიზნით. ამავე დროს, უფრო მეტი  დრო დაუთმეთ  შვილებს – ისინი მოუთმენლად ელიან თქვენთან ურთიერთობას. წადით  მათთან ერთად პარკში, კაფეში, უყურეთ მულტფილმებს, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები… ეს კვირა თქვენთვის ყოველმხრივ სტაბილურია.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მერწყული

ეს პერიოდი ხელსაყრელია საკუთარი თავის შეცნობისა და თვითგანვითარებისთვის. უმჯობესია ახლა ხანგრძლივ მოგზაურობებს თავი აარიდოთ. კვირის დასაწყისში იზრუნეთ სახლზე – მის კეთილმოწყობაზე, დასუფთავებაზე. ასევე, ამ დროს შეგიძლიათ მომგებიანად შეიძინოთ უძრავი ქონება.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თევზები

სამსახურში შრომა დაგიფასდებათ, სავარაუდოდ, დაგაწინაურებენ. ხელსაყრელი პერიოდია თქვენი შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლადაც. ბევრი საყოყმანო გექნებათ, თუ კითხვები გაგიჩნდებათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უმჯობესია კომპეტენტურ ადამიანებს მიმართოთ რჩევისთვის.  ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ მათში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ! 18 და 19 ოქტომბერს შეეცადეთ საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. ეს დღეები შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს მარტოხელა თევზებისთვის ბედის გახსნის თვალსაზრისით.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close