მსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი თურქეთში ცხოვრობს

25 წლის თურქი გოგონა, რომლის სიმაღლეა 215,16 სმ, ყველაზე მაღალია ამ დროისთვის მსოფლიოში მცხოვრებ ქალთა შორის.

რუმესა გელგიმ, რომელიც 2014 წელს, 18 წლის ასაკში ყველაზე მაღალი მოზარდის ტიტულს ფლობდა, ახლა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა, როდესაც  „გინესის“ წარმომადგენლებმა მისი სიმაღლე ისევ გაზომეს.

გოგონა უივერის სინდრომით დაიბადა – იშვიათი დაავადებით,  რომელიც სწრაფ ზრდას იწვევს. სიმაღლის გამო რუმესა იძულებულია დღის დიდი ნაწილი ინვალიდის ეტლში გაატაროს, თუმცა მას ვერტიკალურადაც შეუძლია მცირე მანძილზე გადაადგილება დამხმარე კონსტრუქციის – ვოკერის გამოყენებით.

„ნებისმიერი ნაკლი შეგიძლიათ თქვენს უპირატესობად აქციოთ, ამიტომ მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, გაარკვიეთ საკუთარი პოტენციალი და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ხელგეწიფებათ“, – თქვა გელგიმ და Guinness-ის წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც ადგილზე ჩავიდნენ და მისი სიმაღლე გაზომეს, რათა რეკორდი ოფიციალურად დაეფიქსირებინათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close