ქართველები უცხოეთშისპორტი
ბასილაშვილმა ბერძენი ციციპასი დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა – რა თანხა გამოიმუშავა ნიკამ ამ გამარჯვებით
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. მან ამჯერად მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 საათსა და 11 წუთში მოუგო სამსეტიან ბრძოლაში და კარიერაში პირველად მასტერსის ნახევარფინალში გავიდა.
დღევანდელი გამარჯვებით ბასილაშვილმა 335 000$ გამოიმუშავა; იგი მსოფლიო რეიტინგში, სულ ცოტა, 7 პოზიციით დაწინაურდა და 29-ე ადგილი გარანტირებული აქვს; თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშიც გაიმარჯვებს, მისი ქულები 2 000-ს გადააარბებს და იგი 27-ე პოზიციაზე გადავა.
კომენტარები