დღის თემასაქართველო

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა (ვიდეო)

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ საღამოს ამოყვანილი პირველი ადამიანი – ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებდნენ.

გვიან ღამით ამოყვანილი კიდევ ერთი გადარჩენილი, ახალგაზრდა მამაკაცი – ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამ დრომდე მაშველებმა ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის, ერთი ბავშვის. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურად გრძელდება როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ისე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close