fbpx
newsიტალია

„ევროვიზია-2022“-ს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს

ევროვიზიის 66-ე მუსიკალურ კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს.

ტურინი იტალიის 17 ქალაქს შორის შეირჩა. მანამდე იტალიამ  ევროვიზიას  1965 და 1991 წლებშიც უმასპინძლა.

იტალიამ 2022 წელს მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მიმდინარე წლის ევროვიზიაზე ჯგუფ Måneskin-ის გამარჯვებით მოიპოვა.

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი 2022 წლის 14 მაისს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს დახურულ არენაზე „პალაოლიმპიკოზე“ გაიმართება, ნახევარფინალები კი 10 და 12 მაისს ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი „რაი“ და ევროპის მაუწყებელთა კავშირი EBU იქნებიან.

2021 წელს საქართველო  ევროვიზიაზე  თორნიკე ყიფიანმა წარადგინა. მომღერალმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

ვინ გამოვა საქართველოს სახელით 2022 წლის  ევროვიზიაზე, ჯერჯერობით უცნობია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close